2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ს თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე- LL. M. zu Köln.
გაიცემა კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი!
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები:
1) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლის დარგში
2) გემანული ენის გამოცდა (B2 დონე)
3) გასაუბრება გერმანულ ენაზე
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მიღების ვადები:
•საბუთების მიღება - 26 აგვისტო - 2 სექტემბერი;
•გამოცდა უცხო ენაში - 3 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
•კომისიასთან გასაუბრება გერმანულ ენაზე - 12 სექტემბერი;
•კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 13 სექტემბერი;
•ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 16-17 სექტემბერი
•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი;
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 26 აგვისტო - 2 სექტემბერი - 10:00 - 17:00 სთ, თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი №124):
•განცხადება გერმანულ ენაზე (ივსება ადგილზე)
•განმცხადებლის ავტობიოგრაფია გერმანულ ენაზე (CV);
•ბაკალვრთან ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2019 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თსუ-ს II კორპუსი, ოთახი № 124.
საკონტაქტო პირები:
თამარ ბერიშვილი, ტელ :+99532 2 22 10 97, 599 379 222;