2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ინტერდისციპლინურ, ინგლისურენოვან, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა".
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 24 – 31 აგვისტო;
გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 2 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 3 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 4 სექტემბერი;
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 3 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 8 სექტემბერი;
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
გასაუბრება – 11 სექტემბერი;
ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 15-17 სექტემბერი;
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი;
ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 21 სექტემბერი;
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2020 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
CV ინგლისურ ენაზე