ბეჭდვა |/ დახურვა |
სტუდენტთა ესეების კონკურსი:
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი“ აცხადეს კონკურს საუკეთესო ესეების გამოსავლენად, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკას ეხება. საკონკურსო ესეს სახელწოდებაა: „განათლების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში - ძირითადი გამოწვევბი და მათი მოგვარების გზები.“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდე ნტ ებს. ნაშრომი ს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 სიტყვას ( შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5) (არ უნდა იყოს PDF ფრომა ტში). ნაშრომის ბოლოს მიუთითეთ: თქვენი სახელი & გვარი, ფაკულტეტი, მიმართულება,/დეპარტამენტი, ტელეფონის ნომერი და ელ. მისამართი.
ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. სათაურთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება;
2. პრობლემების გადაწყვეტის ავტორისეული ხედვა ;
3. ლოგიკური მსჯელობა;
4. ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი);
5. წერის კულტურა.
ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროში მოღვაწე სპეციალისტებით.
კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება ხუთი საუკეთესო ესე. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით:
I ადგილზე გასული ესეს ავტორი - 200 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით),
II ადგილზე გასული ორი ესეს ავტორები - 150 –150 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით),
III ადგილზე გასული ორი ესეს ავტორები - 100 –100 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
ნამუშევრები უნდა გა იგ ზავნო ს შემდეგ მისამართზე : tamar.makharadze@tsu.ge
საგნის ველში მიუთითეთ -„ესეების კონკურსი“. გაგზავნის ბ ოლო ვადა: 31 მარტი, 2015.
საკონტაქტო პირი: თამარ მახარაძე , ტელ. 599 714305
გისურვებთ წარმატებას!