ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-18

მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ლექციათა განრიგი ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ . გვერდზე განთავსდება მიმდინარე წლის 20 თებერვალს , 17:00 საათზე .
აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 23 თებერვალს , 18:00 საათზე . გთხოვთ გაითვალისწინოთ , რომ აკადემიური რეგისტრაცია არის პროცესი და თუ თქვენ ვერ დარეგისტრირდით პირველივე დღეს სასურველ დისციპლინაზე , არ ნიშნავს , რომ ამის შესაძლებლობა არ მოგეცემათ მოგვიანებით . ფაკულტეტის ადმინის ტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს sms.tsu.ge- დან გამოგზავნილ თქვენს მოთხოვნებს ( მოთხოვნის გამოგზავნის წესი იხ . ქვემოთ ) და ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში დაამატებს ადგილებს სასურველ დისციპლინაზე .

საგნები გააქტიურდება და შემდგომ საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება შემდეგი განრიგით :

ბაზა გაიხსნება და ყველა საგანი გააქტიურდება ერთდროულად 23 თებერვალს , 18:00 საათზე .
საგნებზე ადგილები დაემატება ანბანური თანმიმდევრობით :
24
თებერვალს - 18:00 საათიდან - 18:30 საათამდე ;
25
თებერვალს - 18:00 საათიდან 18:30 საათამდე ;
26
თებერვალს - 18:00 საათიდან 18:30 საათამდე ;
27
თებერვალს - 18:00 საათიდან 18:30 საათამდე .

გახსოვდეთ , რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure“ ( დროში პირველი , უფლებაში უპირატესი ).  
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე დისციპლინაზე , გთხოვთ , მოგვწეროთ sms.tsu.ge- დან . ამისათვის გრაფაში ,, წერილის სახე მიუთითეთ ,, აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები და გრაფაში ,, აირჩიეთ საგანი მიუთითეთ სასურველი დისციპლინა . აუცილებელია , რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური სახით , არამედ მონიშნული იყოს გრაფაში ,, აირჩიეთ საგანი “, რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება . ფაკულტეტის ადმინისტრაცია აკადემიურ რეგისტრაციებს შორის დროის მონაკვეთში დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნას .

ინფორმაციის გაცვლის მიზნით ასევე შეგიძლიათ მიმართოთ Facebook– ის ჯგუფს (2015 წლის გაზაფხულის რეგისტრაცია - თსუ , იურიდიული ფაკულტეტი ) https://www.facebook.com/groups/344087569132372/


გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას !
Print

« იხ. ყველა სიახლე