ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-04

დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ორშაბათს, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე , მე-2 კორპუსის 402-ე აუდიტორიაში პროკრედიტ ბანკი შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან !

პროკრედიტ ბანკი იწყებს კადრების შერჩევას საერთაშორისო პროგრამისთვის, რომელიც ჩატარდება ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.

ძირითადი შერჩევის კრიტერიუმებია:

- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით შეხვედრაზე !


Print

« იხ. ყველა სიახლე