ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-16

პროფესორ-ემერიტუს მზია ლეკვეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სემინარი

სემინარი - „თაღლითობისა და მოტყუებით დადებული გარიგების გამიჯვნა“

22  დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი სემინარი - „თაღლითობისა და მოტყუებით დადებული გარიგების გამიჯვნა“ .

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, ზემოაღნიშნული ინსტიტუტების წევრები, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სემინარი ეძღვნება პროფესორ-ემერიტუს მზია ლეკვეიშვილის ხსოვნას.

მისამართი : . ჭავჭავაძის გამზ . 1, თსუ პირველი კორპუსი , 115- ე ( პეტრე მელიქიშვილის სახელობის ) აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე