თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე არსებული თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით 2019 წლის 22 ივნისს, 12:00 საათზე,
ჩატარდება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის - ლაშა ფანჩულიძის საჯარო ლექცია თემაზე: „პროკურორი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე“.
მისამართი: თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
დასწრება თავისუფალია.