ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-08

პროექტის „ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება კაჭრეთში



2019 წლის 10-11 მაისს პროექტის „ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში კონფერენცია ჩატარდება კაჭრეთის ამბასადორში. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ინიციატივით,  ორგანიზებითა და მონაწილეობით.
პროექტი „ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ ორ ნაწილად ხორციელდება- სეზონური სკოლა და საერთაშორისო კონფერენცია. 2019 წლის 1-6 აპრილს ჩატარდა სეზონური სკოლა. სეზონური სკოლის შედეგად ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ სეზონური სკოლის მონაწილე მოსწავლეები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები, რომლებიც საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან კაჭრეთში. 
საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებებს წარმოადგენენ ქართველი და გერმანელი პროფესორები და ასევე პრაქტიკოსი იურისტები.

Print

« იხ. ყველა სიახლე