ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-16

ყურადღება! გაიხსნა სპეციალური ანგარიში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, აგრეთვე, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღსადგენად სპეციალური ანგარიში გახსნა.  სპეციალურ ანგარიშზე თსუ პროფესორებს, სტუდენტებს, თანამშრომლებს, გარე იურიდიულ პირებს, გარე ფიზიკურ პირებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა ლარებში (მიზნობრიობის მითითებით). (სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი  TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი   7 08967509, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი 204864548).
Print

« იხ. ყველა სიახლე