ბეჭდვა |/ დახურვა |
სისხლის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში
მონაწილეობის
მსურველთათვის
თსუ იურიდული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეთა შესარჩევად. ( http://iccmoot.com/ )
კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტებისგან დაკომპლექტება გუნდი, რომელიც თსუ-ს სახელით მონაწილეობას მიიღებს იმიტირებულ სასამართლო პროცესის ფინალურ რაუნდში 2017წ. მაისში, ჰააგაში (ნიდერლანდები). მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯი ანაზღაურდება თსუ-ს მიერ.
თსუ-ს დაინტერესებულმა
სტუდენტებმა თანდართული განაცხადი ელ-ფოსტით უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:
ketevan.khutsishvili-law@tsu.ge
.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016წ.
21 სექტემბერი.
გასაუბრება ჩატარდება 2016წ. 22 სექტემბერს 17:00 სთ-ზე 115-ე ოთახში (თსუ II კორპუსი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი).
გასაუბრება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დარგებისა და გამოწვევების გარშემო ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები:
1. კონკურსტანტი თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი 2017 წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით უნდა იყოს;
2. თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (როგორც მეტყველება, ისე წერა);
3. გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის (სასურველია ასევე - საერთაშორისო სისხლის ან/და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის) კურსი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს - საბა ფიფიას - შემდეგ ელ-ფოსტაზე: s.p.pipia@gmail.com