ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 29 აგვისტოს N 131-ე ბრძანების თანახმად, მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ჯგუფის (მაია ივანიძე, ნონა თოდუა, ირინე ხერხეულიძე) მიერ მომზადებულმა პროექტმა
„ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“.
კომბინირებულ პროექტს, რომელიც მოიცავს სეზონურ სკოლას და კონფერენციას ხელმძღვანელობას უწევს პროფესორი მაია ივანიძე.
2019 წლის 10-11 მაისს, კახეთში, სასტუმრო კაჭრეთის ამბასადორში ჩატარდა 2-დღიანი
საერთაშორისო კონფერენცია. პროექტის გერმანულ მხარეს წარმოადგენენ: გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის, ასევე საავტორო სამართლის მიმართულებით, სამართლის დოქტორი
ბერნდ ჰაინრიხი; იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლისა და სისხლის საპროცესო სამართალის, ასევე ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართალის მიმართულების ხელმძღვანელი პროფ.
ედვარდ შრამი და ამავე კათედრის მკვლევარი ასისტენტი -
ნადია მიულერი; ასევე, პროფესორი
ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი, რომელიც მოღვაწეობს, როგორც იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის, ისე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსით. ასევე, მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მედნიერებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა.
გთავაზობთ საერთაშორისო კონფერენციაზე წაკითხულ
მოხსენებებს.