ბეჭდვა |/ დახურვა |
ადვოკატთა სკოლა 2010 წელს დაარსდა სპს „გაბუნია და პარტნიორები“-ს მიერ. ადვოკატთა სკოლა ადვოკატთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემსწავლელი პირველი სკოლაა საქართველოში, სადაც 3 თვიანი პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ევროპულ მართლმსაჯულებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში (სტრასბურგი), ჩეხეთის რესპუბლიკასა (პრაღა) და ლატვიის რესპუბლიკაში (რიგა).