ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-07-17

2020-2021 სასწავლო წლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ფორმატი


 უცხო ენის გამოცდის ხანგრძლივობა 3სთ.

   

კერძო სამართლის მიმართულებით

ორი თეორიული საკითხი მატერიალური სამართლიდან ( თითოეული საკითხი შეფასდება 30 ქულით ) და ერთი კაზუსი სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან ( შეფასდება 40 ქულით ).

  

 

სისხლის სამართლის მიმართულებით :  

ორი თეორიული საკითხი ( ერთი სისხლის სამართლის ზოგადი და ერთი სისხლის სამართლის კერძო ნაწილიდან ,     თითოეული     საკითხი     შეფასდება   30   ქულით ) და ორი კაზუსი სისხლის სამართლის პროცესიდან     ( თითოეული კაზუსი შეფასდება   20   ქულით ).    

 

შენიშვნა :   სისხლის სამართლის მიმართულებით კაზუსი შედგენილია სისხლის სამართლის პროცესიდან , შესაბამისად ნორმატიული მასალა არ გამოიყენება .

 

 

საჯარო სამართლის მიმართულებით :

ორი თეორიული საკითხი კონსტიტუციური სამართლიდან ( თითოეული საკითხი შეფასდება   25 ქულით ) და ერთი კაზუსი ადმინისტრაციული სამართლიდან ( შეფასდება 50 ქულით ).

 

 

საერთაშორისო     სამართლის     მიმართულებით :  

ოთხი თეორიულ - ანალიტიკური საკითხი ( თითოეული ფასდება 25 ქულით ), რომელიც მოითხოვს მის განმარტებასა და ანალიზს . საკითხი უნდა იყოს განხილული მაქსიმალურად ამომწურავად , მაგრამ ლაკონურად . საკითხის განხილვისას საჭიროა საკითხთან დაკავშირებული წყაროების ამომწურავი მითითება და ანალიზი . მსჯელობისას უნდა იყოს განხილული შესაძლო მაგალითები საქართველოს პრაქტიკიდან . შეფასებისას გათვალისწინებული იქნება წერის კულტურა ( ნაწერის წაკითხვა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს კალიგრაფიისა და სხვა მიზეზების გამო ) და აკადემიური წერის ნორმების ცოდნა .

 

 

ნორმატიული მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კაზუსის ამოხსნისას .

გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათი .



Print

« იხ. ყველა სიახლე