ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-15

თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტთა საერთო რეიტინგი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში – ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“


თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ  სტუდენტთა  საერთო რეიტინგი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში  –  ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.

სია არ არის საბოლოო და სტუდენტების მომართვის საფუძველზე (ხელახალი განხილვის შემთხვევაში) შესაძლოა შეიცვალოს!

რეიტინგული სია

1. თსუ რექტორის 04.05.2017 წლის N84/01-01 ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 113 სტუდენტით (მიღებულია 321 განაცხადი).
 2. იმ შემთხვევაში, თუ დასაფინანსებელთა სიაში ბოლო პოზიციაზე გამოიკვეთა ერთნაირი მონაცემების მქონე ორი ან მეტი კანდიდატი, შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს უფრო მაღალი  GPA.

ამა წლის 16 მაისს   10 საათიდან  15 საათამდე  დაინტერესებულ პირებს შეხვდება შესარჩევი კომისიის წარმომადგენელი, რომელიც განიხილავს კონკრეტულ კანდიდატთა პრეტენზიებს. 
იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ იქნა პრეტენზია მიღებული, საკითხს განიხილავს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ქალბატონი თამარ ზარანდია.
 (მის: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 3, 0179, თსუ, II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტი, ოთახი N127) 


გისურვებთ წარმატებებს! 

Print

« იხ. ყველა სიახლე