ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-27

განათლების საერთაშორისო ცენტრი 20 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იღებს საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მსურველთა საკონკურსო განაცხადებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი 20 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იღებს საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მსურველთა საკონკურსო განაცხადებს 2015-2016 სასწავლო წლისათვის.

 

კონკურსი ცხადდება შემდეგ პროგრამებზე:

 

1.         საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა;

2.         საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა.

 

28 აპრილს, სამშაბათს, 11:00 საათზე თსუ-ს I კორპუსის #307 აუდიტორიაში ცენტრის წარმომადგენელები შეხვდებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს ინფორმაციის გაზიარებისა და  საზღვარგარეთ სწავლის ინტერესის გაღრმავების მიზნით.


შეხვედრა 1 საათს გასტანს და 20 წუთიანი პრეზენტაციის შემდეგ, კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდება.


გთხოვთ გვეწვიოთ!

Print

« იხ. ყველა სიახლე