ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-16

შეხვედრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან


19 ივნისისს 13:00 საათზე თსუ I კორპუსის პეტრე მელიქიშვილის სახელობის 115–ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან, რომელიც მაგისრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას, შემდგომში დასაქმების მიზნით.

სტუდენტებთან შეხვედრას ბიუროს უფროსთან ერთად დაესწრება ექსპერტიზის ბიუროს ყველა იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სადაც სტუდენტები მომავალში სტაჟირებას გაივლიან.

შეხვედრას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც დაესწრებიან.

 

დასწრების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ, გთხოვთ 17 ივინისის 15:00 საათამდე დაგვიდასტუროთ დასწრების სურვილი იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:

 

law@tsu.ge

 

 

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ:

დასწრების მსურველი,  სახელი გვარი, კურსი.

 

გისურვებთ წარმატებას! 

 

შეხვედრის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

Print

« იხ. ყველა სიახლე