ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-03

პოლონური სასტიპენდიო პროგრამის პრეზენაცია

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თსუ-ს მეორე კორპუსის უნივერსიტეტის  N135 აუდიტორიაში 14:30 საათზე გაიმართება ლეინ კირკლანდის სახელობის პოლონური სასტიპენდიო პროგრამის პრეზენაცია.
 
პროგრამა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს განახორციელოს კვლევა, გაიაროს  საუნივერსიტეტო კურსი და პროფესიული სტაჟირება პოლონეთის საჯარო, ბიზნესს და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუტებში.
 
კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ან სპეციალისტის ხარისხს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის (2017 წლის პირველი მარტი) და დაინტერესებულნი უნდა იყვნენ დემოკრატიის, ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით მათ ქვეყნებსა და რეგიონებში. პროგრამის მიმართულებებია:
 
·         ეკონომიკა და მენეჯმენტი;
·         საჯარო ადმინისტრაცია (ცენტრალური და  თვითმმართველი ერთეულების ჩათვლით);
·         ადმინისტრაცია/მენეჯმენტი (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემო, ჯანდაცვა);
·         იურისპრუდენცია;
·         საზოგადოებრივი მეცნიერებები (სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია);
·         პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
·         ჟურნალისტიკა;
·         განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
·         პროგრამის დაწყებამდე კანდიდატი უნდა ფლობდეს მაგისტრის ან სპეციალისტის ხარისხს
·         ასაკი 35 წლამდე (განსაკუთრებულ შემთხვევებში 40 წლამდე);
·         პოლონური ან ინგლისური ენის ფლობა (იმ დონეზე რომ სტიპენდიანტმა შეძლოს ლექციებისა და სემინარების პოლონურ ენაზე მოსმენა და აგრეთვე კვლევის მომზადება)
·         პოლონური ენის არცოდნის შემთხვევაში კანდიდატი ირჩევს კონკრეტულ პროგრამას რომლის სასწავლო ენაც ინგლისურია.
·         კანდიდატს უნდა გააჩნდეს 2-წლიანი პროფესიული გამოცდილება.
Print

« იხ. ყველა სიახლე