ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-06

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ იწვევს სტუდენტებს სტაჟირებაზე


 არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ იწვევს სტუდენტებს სტაჟირებაზე, სამართლებრივი ინგლისური ენის მიმართულებით.მსურველებს ექნებათ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორც არასამთავრობო, ისე კორპორაციებთან, ასევე დონორებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.ასევე, ექნებათ შესაძლებლობა იმუშავონ კორპორატიულ თუ სხვა ორგანიზაციულ დოკუმენტებთან. მიიღონ მუშაობის გამოცდილება იურიდიულ, სოციალურ და Policy Making საკითხებში. სტაჟიორები იმუშავებენ უცხოენოვან დოკუმენტებზე, პროექტებზე, ხელშეკრულებებზე და მიიღებენ გამოცდილებას ქართულ და უცხო ქვეყნების სამართლებრივ, სოციალურ საკითხებში,  ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკაში გამოიყენონ სწავლის დროს მიღებული თეორიული ცოდნა.
ძირითადი მოთხოვნები:

•    ინგლისური ენა - კარგი წერითი და მეტყველების უნარი
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
•    რუსული ენის ცოდნა სასურველია
პიროვნული და სხვა უნარები:

•    თვითგანვითარებისა და სწავლის უნარები, ინიციატივა და მიზანდასახულობა;
•    კომუნიკაბელურობა, დახვეწილი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
•    სხარტი და ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის სხვა და სხვა წყაროებიდან მოძიების, ანალიზისა და დამუშავების უნარები;
•    ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება.

სტაჟიორების შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

•    СV-ის შერჩევის ეტაპი
•    ზეპირი გასაუბრება
სტაჟირება არაანაზღაურებადია და სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 (სამი) თვე, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ СV ელექტრონული ფორმით ელ-ფოსტაზე: mariam.turkishvili@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „სტაჟირება“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

Print

« იხ. ყველა სიახლე