5 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსში, 317-ე აუდიტორიაში გაიმართება საერთო სამოქალაქო მოძრაობის - "მრავალეროვანი საქართველო"-ს შეხვედრა სტუდენტებთან.
შეხვედრაზე გაეცნობით პროექტს, რომელიც ითვალისწინებს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგში, სტუდენტების ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირებლის სტატუსით მოხალისეებად ჩართვის შესაძლებლობას.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს,
ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF)
და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
შეთავაზებაში შედის:
✓ სტუდენტებისთვის ტრენინგის ჩატარება;
(არჩევნებს საკანონმდებლო ბაზისა და პროცედურების შესწავლა)
✓ ტრენინგის, ტრანსპორტირების, სასტუმროს (ტრენინგის ქალაქგარეთ ჩატარების
შემთხვევაში) და კვების ხარჯების დაფარვა;
✓ არჩევნების დღის მანძილზე სტუდენტის გადაადგილებისთვის, კვებისა და სხვა
საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა.
სარგებელი, რომელსაც სტუდენტი მიიღებს:
➢ შეისწავლის საარჩევნო კონონმდებლობის გარკვეულ ნაწილს;
➢ ისწავლის არჩევნების დღის პოცედურებს დეტარულად;
➢ შეიძენს ეპმირიულ ცოდნას, რომელსაც პროცესში მისი უშუალო ჩართულობა
განაპირობებს;
➢ გაიზრდის სოციალურ ბაზას, (სანაცნობო წრეს) რაც ნებისმიერ პროფესიაში
წარმატების მიღწევისთვის გზაზე მნიშნველოვანი რესურსია;
➢ ისწავლის მონიტორინგისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევებს;
➢ აიმაღლებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით ცოდნას, თუ რატომ არის
მნიშვნელოვანი არჩევნების კანონმდებობით განსაზღვული წესების შესაბამისად ჩატარდეს და შედეგმა ასახოს ობიეტქური რეალობა;
➢ დაიწყებს თანამშრომლობას გრძელვადიან ურთიერთობებს პერსპექტივით მესამე
სექტორის წარმომადგენლებთან, რომელიც ორმხრივი დაინტერესების შემთხვეაში შესაძლებელია სხვადასხვაგვარად განვითარდეს.
იხ. ლინკი:
www.pmmg.org.ge ან
facebook
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მობრძანდეთ შეხვედრაზე.