2016-09-30
მიმდინარე წლის
3 ოქტომბერს 12:00 სთ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში
(1 კორპუსი, 107-ე აუდიტორია) შეხვედრას გამართავს DAAD-ს
თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქტ. მარტინ პრაქსენტალერი.
წარმოდგენილი იქნება
DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები (2017-2018) სტუდენტებისთვის,
დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის:
•
საზაფხულო ენის კურსი (მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის,
ასევე 1-ლი კურსელი მაგისტრებისთვის);
•
სამაგისტრო პროგრამა ინგლისურ ან გერმანულ ენაზე
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
•
სამაგისტრო პროგრამა ეკონომისტებისთვის
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
•
სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);
•
სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
(ხანგრძლივობა 3 თვე)
პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება ქართულ ენაზეც.
« იხ. ყველა სიახლე