2016-07-05
გამოცდა ჩატარდება 7 ივლისს, 18:30 სთზე, ასევე დაგვიანებით შემოსვლა შესაძლებელია 19:00 სთისთვის, ორივე შემთხვევაში გამოცდის ხანგრძლივოვა იქნება 3-3 საათი (მაქსიმუმ 22:00 სთამდე), უფრო დაგვიანებით მოსულ სტუდენტებს შეუძლიათ შემოუერთდნენ გამოცდას, მხოლოდ, მათთვის დამატებითი დრო არ გამოიყოფა და გამოცდის ხანგრძლივობა იქნება იგივე 22:00 სთამდე.
გამოცდაზე მოვა ფაქტის მოკლე სიტუაციური აღწერა და თანდართული ნორმატიული მასალა(ამონარიდები). სტუდენტმა ფაქტის სწორად დადგენის, სამართლებრივი შეფასების და ნორმათა განმარტების გზით უნდა დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტა.
შენიშვნა: სტუდენტს არ დაჭირდება სხვა ნორმატიული კანონმდებლობა, დასაბუთების მიზნებისათვის საკმარისია თანდართული ნორმატიული მასალის ამონარიდი. სტუდენტს არ მოეთხოვება ე.წ. კაზუსის ამოხსნის სქემა.
სამართლებრივი ლიტერატურა არ დაიშვება.
« იხ. ყველა სიახლე