ბეჭდვა |/ დახურვა |
იურიდიული ფაკულტეტის
ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სემინარების განრიგი იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალურ
ვებ. გვერდზე განთავსდება 17 სექტემბრის
17:00 საათზე. სტუდენტებისათვის ბაზები გაიხსნება და სემინარების არჩევა შესაძლებელი იქნება 19 სექტემბრის 17:00 საათიდან.
ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად.
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით).
სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში
გთხოვთ, მოგვმართოთ
sms.tsu.ge
-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“
(ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი
პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება
განიხილება 19 - 22 სექტემბრის ჩათვლით და
შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა.