ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-30

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსებულია სასემინარო მეცადინეობისა ( სამუშაო ჯგუფები) და უცხო ენათა განრიგი.

სასემინარო ჯგუფებზე რეგისტრაციას შეძლებთ 30 სექტემბრის 17 საათიდან. სასემინარო ჯგუფებთან ერთად გააქტიურდება უცხო ენების ცხრილიც და შეძლებთ რეგისტრაციას უცხო ენებზე. უცხო ენებთან სავალდებულო საგნების ან მათი სემინარების დამთხვევის შემთხვევაში, უცხო ენის განრიგის შეცვლის მიზნით, მიმართეთ უცხო ენათა ცენტრს ( მეხუთე აკადემიური კორპუსი). მიაქციეთ ყურადღება, რომ ზოგიერთ სავალდებულო საგანზე სემინარების გახსნისას დაემატება ადგილები ( მცირე რაოდენობით) და შესაძლებელი იქნება ზოგ შემთხვევაში პედაგოგის შეცვლაც.

სასემინარო ჯგუფების გააქტიურებასთან ერთად, ბაზები კვლავ გაიხსნება და შესაძლებელი იქნება საგნებზე არსებულ თავისუფალ ადგილებზე რეგისტრაცია. ბაზა საბოლოოდ დაიხურება ორშაბათს, 3 ოქტომბერს 12 საათზე.

მიმდინარე სემესტრში ფაკულტეტი გთავაზობთ 100- ზე მეტ ( სავალდებულო/ არჩევით) დისციპლინას. ცხრილები ისეა შედგენილი, რომ სტუდენტს, რომელიც სწავლობს სტანდარტული ცხრილით სალექციო ნაკადზე დამთხვევები არ ექნება.

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და ინდივიდუალურ ცხრილში საგნების/ სემინარების დამთხვევების ცალკეული შემთხვევები მოაგვარონ თავიანთი ძალებით. კერძოდ, თუკი სალექციო ნაკადზე შეთავაზებულია ერთი და იგივე ასისტენტი რამდენიმე სასემინარო ჯგუფში, სხვა საგანთან/ სემინართან დამთხვევის შემთხვევაში შეგიძლიათ პროფესორთან შეთანხმებით, რეგისტრაციის შეცვლის გარეშე, იაროთ ამ პროფესორის სხვა სასემინარო ჯგუფში. მიაქციეთ ყურადღება, რომ აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ დამთხვევების რეალურად არსებობისას, რაც შესაძლებელია გადამოწმდეს ცალკეულ შემთხვევებში ადმინისტრაციის მხრიდან.

სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ sms.tsu.ge- დან, ,, აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ ( ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით), სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 3 ოქტომბრის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა. ამასთან ერთად გთხოვთ, რომ გადაამოწმოთ სასწავლო ბაზაში მითითებული თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ( ტელეფონის ნომერი), რათა შესაძლებელი იყოს, საჭიროების შემთხვევაში თქვენთან დაკავშირება.

მიაქციეთ ყურადღება, რომ დისციპლინებში: სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სისხლის სამართლის პროცესი და სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II - სალექციო დატვირთვა შეადგენს კვირაში 4 საათს, რაც ასახულია ცხრილში, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო არ არის ასახული ბაზაში.

გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე