21 მაისს (სამშაბათს), 17:00 საათზე, თსუ-ის I აკად. კორპუსის 06-ე აუდიტორიაში შედგება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატ, დოქტ.
ირაკლი ყანდაშვილის შეხვედრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე დაინტერესებული სტუდენტები გაეცნობიან „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 1 იანვრიდან ახალი წესითა და პროცედურის დაცვით ხორციელდება საადვოკატო პროფესიაში შესვლა.
შეხვედრის ბოლოს გამოვლინდება ადვოკატ, დოქტ.
ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული და გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი.
დასწრება თავისუფალია!