ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-09

მაგისტრატურაში მისაღები ადგილების ქვოტირება

მაგისტრატურაში მისაღები ადგილების ქვოტირება
სამართლის სამაგისტრო პროგრამა

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართულებების მიხედვით სტუდენტთა გადანაწილების მიზნით, განხორციელდა ადგილების ქვოტირება თითოეულ მიმართულებაზე შემოსული განაცხადის რაოდენობის შესაბამისად. 

სამართალის სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ 175 ადგილზე შემოსული იყო 450 განაცხადი შემდეგი პროპორციით:

კერძო სამართალი – 251 განაცხადი;
სისხლის სამართალი – 133 განაცხადი;
საჯარო სამართალი – 66 განაცხადი.

პროპორციული განაწილებით ადგილები მიმართულებების მიხედვით გადანაწილდება შემდეგი სახით:

კერძო სამართალი – 98 ვაკანტური ადგილი;
სისხლი სამართალი – 52 ვაკანტური ადგილი;
საჯარო სამართალი - 25 ვაკანტური ადგილი.

Print

« იხ. ყველა სიახლე