2017-02-15
2017 წლის 14 თებერვალს, იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტური მრგვალი მაგიდა კერძო სამართალში.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას იღებდა იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სხვადასხვა კურსის სტუდენტი. ჯამში, წაკითხულ იქნა 18 მოხსენება.
სტუდენტების მოხსენებებს აფასებდა ჟიური, შემდეგი შემადგენლობით: ასისტ.-პროფ. თამარ ზოიძე; ასისტ.-პროფ. გიორგი რუსიაშვილი; ასისტ. გიორგი ამირანაშვილი; ასისტ. აკაკი გაწერელია; ასისტ. სერგი ჯორბენაძე; დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი თორნიკე კაპანაძე; დოქტორანტი თამარ ტატანაშვილი; დოქტორანტი ზურაბ ნატროშვილი.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოვლინდა შემდეგი სამი მოხსენება:
I ადგილი – თამარ ცაგურიშვილი, მარიამ ფუტკარაძე (ბაკალავრ. VII სემესტრი); მოხსენების თემა – სეკვესტრი როგორც იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის ალტერნატიული მექანიზმი; მეცნ/ხელ¬მძღვანელი: ეკატერინე ახალკაცი, მოწვეული ლექტორი;
II ადგილი – რევაზ დეკანოსიძე (ბაკალავრ. VII სემესტრი); მოხსენების თემა – შეჯიბრებითობის პრინციპის შეზღუდვის ცალკეულ საფუძველთა გამოყენების პრობლემა ქართულ საპროცესო სამართალში; მეცნ/ხელ¬მძღვანელი: თორნიკე კაპანაძე, დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი;
III ადგილი – რაფიელ მესხიძე, თეკლე ზედელაშვილი (ბაკალავრ. III სემესტრი); მოხსენების თემა – სესხის ხელშეკრულებისა და საბანკო მომსახურების მომწესრიგებელი ნორმების რეფორმა და მისი მიმართება სამართლის პრინციპებთან; მეცნ/ხელ¬მძღვანელი: ასოც. პროფ. თამარ ზარანდია.
გამარჯვებულებს იურიდიული ფაკულტეტისგან გადაეცემათ გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო, დანარჩენი მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ ცნობას.
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულოცავს კონფერენციის მონაწილეებს და უსურვებს მომავალ წარმატებას.
« იხ. ყველა სიახლე