დაიწყო განაცხადის მიღების პროცესი კლიენტის კონსულტირების უნარ-ჩვევების ყოველწლიური შეჯიბრების ეროვნულ რაუნდში თსუ-ის სახელით მონაწილე გუნდის წევრობის მსურველთათვის.
კლიენტის კონსულტირების უნარ-ჩვევების შეჯიბრების ეროვნული რაუნდი იმართება ყოველწლიურად, რათა გამოვლინდეს გამარჯვებული გუნდი, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი უნივერსიტეტი და ქვეყანა საერთაშორისო რაუნდში. 2019 წლის საერთაშორისო რაუნდი გაიმართება 3-6 აპრილს, დუბლინში (ირლანდია).
ეროვნულ რაუნდში თსუ-ის სახელით მონაწილე გუნდის წევრთა შესარჩევ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის (როგორც სამართლის, ისე საერთაშორისო სამართლის) სტუდენტებს, რომლებიც არ არიან და არ გეგმავენ გახდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები 2019 წლის 3-6 აპრილამდე.
მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:
• რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, რეზიუმე შეადგინოთ ინგლისურ ენაზე და მასში დეტალურად მიუთითოთ სამუშაო გამოცდილებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისაკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ);
• გასაუბრება ინგლისურ ენაზე და კლიენტის კონსულტირების სიმულაცია (ზუსტი ადგილი და თარიღი ეცნობებათ შერჩეულ კანდიდატებს).
დაინტერესებულმა პირებმა ინგლისურენოვანი რეზიუმე (არაუმეტეს 2 გვერდისა) უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე
tsuiccc2019@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 2 ნოემბრისა.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ.: +995 598 26 32 97