ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-20

იმ სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებმაც კრედიტები ვერ შეავსეს და საგნის არჩევა სურთ!!!


 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო      უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები, საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია ”  Deutsche Welle Akademie  “-ის ხელშეწყობით  2016 წლის 17-22 მაისს (თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 135) აწყობს ბლოკსემინარს ინგლისურ და ქართულ ენაზე.

სემინარის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ 5 კრედიტს, ხოლო მათი დასკვნითი ნაშრომი, რომელიც შესრულდება ქართულ ენაზე, შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სტუდენტურ სტატიების კრებულში.

 

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მორის შალიკაშვილს     (თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 119)   moris.shalikashvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე