ბეჭდვა |/ დახურვა |
საქართველოს კანონში
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
2015 წლის 24 თებერვალს განხორციელებული იქნა რიგი ცვლილებები. კერძოდ, საქართველოში
მყოფ უცხოელებს საშეღავათო პერიოდი ნაცვლად 2015 წლის 1 მარტისა განესაზღვრათ 2015
წლის 1 ივლისამდე.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, 2015 წლის 1 ივლისამდე უნდა მიმართოთ სათანადო სახელმწიფო ორგანოებს საქართველოში
კანონიერი საფუძვლით ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების მიზნით.
უცხოელებმა, რომლებმაც
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს 2014 წლის 17 მარტამდე, უნდა მიმართონ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზის მისაღებად, ხოლო 2014 წლის 17 მარტის
შემდეგ საქართველოში შემოსულებმა უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დროებითი მოწმობის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისათვის
მიმართეთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილებას.
მის: ი. ჭავჭავაძის
გამზირი 3, თსუ
II
კორპუსი, ოთახი
№
126
.
პატივისცემით,
იურიდიული ფაკულტეტის
ადმინისტრაცია