მოგახსენებთ, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 8 მაისი N 49-ე ბრძანების თანახმად, მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფის მიერ მომზადებულმა პროექტმა „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“.
კომბინირებულ პროექტს, რომელიც მოიცავს სეზონურ სკოლასა და საერთაშორისო კონფერენციას ხელმძღვანელობას უწევს ასოცირებული პროფესორი ლელა ჯანაშვილი. ასევე, მასში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ცნობადობისა და მაღალი რანგის მეცნიერები.
წინამდებარე პროექტის ფარგლებში, 1-დან 6 ივლისის ჩათვლით წარმატებით განხორციელდა სეზონური სკოლა: „ევროპის უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები, არსებული საფრთხეები და გამოწვევები“.
სეზონური სკოლის შედეგების გათვალისწინებით, 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს“.