ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-24

პროფ. დოქტ. მარკუს კოტცურის საჯარო ლექცია


30 მაისს (ხუთშაბათს) ჩატარდება ჰამბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ვიცე დეკანის, ჰამბურგის ევროპული კოლეჯის პრეზიდენტის ― პროფ. დოქტ. მარკუს კოტცურის საჯარო ლექცია თემაზე: “Dynamics of Integration and Disintegration – Future Perspectives for the European Union”. მოხსენების შემდგომ გაიმართება დისკუსია.

დრო: 11:00 საათი

ადგილი: თსუ-ის მე-2 აკად. კორპუსის 135-ე აუდ.

სამუშაო ენა: ინგლისური


დასწრება თავისუფალია.   
Print

« იხ. ყველა სიახლე