ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-27

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ! დაზუსტებები აკადემიური რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით.

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!
დაზუსტებები აკადემიური რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით.

 
 
აკადემიური   რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება   27 თებერვალს 17:00   საათზე. ყველა საგანი   გაიხსნება ერთდროულად .  

გახსოვდეთ ,   რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ხორციელდება პრინციპით  „ primo in tempore, potior in iure“  ( დროში პირველი ,  უფლებაში უპირატესი ).

 სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად .  არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე .  

თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე გთხოვთ ,  მოგვწეროთ   sms.tsu.ge- დან .  ამისათვის გრაფაში ,, წერილის სახე “   მიუთითეთ   ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები “   და  გრაფაში     ,,აირჩიეთ საგანი “ მიუთითეთ სასურველი დისციპლინა .  აუცილებელია ,  რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური   სახით ,  არამედ მონიშნული იყოს გრაფაში   ,, აირჩიეთ საგანი “,  რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით   მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება . ფაკულტეტის ადმინისტრაცია აკადემიურ რეგისტრაციებს შორის დროის მონაკვეთში დაამუშავებს აღნიშნულმონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნას .  

მიაქციეთ ყურადღება, აკადემიური რეგისტრაციების მთელი დროის მანძილზე ადგილების დამატება არ განხორციელდება ანბანური თანმიმდევრობით, არამედ ყველა საგანი გაიხსნება ერთდროულად (გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო).

სავალდებულო და არჩევით საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება შემდეგი განრიგით   :  

27 თებერვალს   -  17 საათზე ბაზა გაიხსნება და დარეგისტრირდებით არსებულ ადგილებზე. თუ ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან ევით დისციპლინაზე, ზემოთაღწერილი წესით აგზავნით მოთხოვნას sms.tsu.ge-დან, რათა ფაკულტეტმა მოახერხოს თქვენი ინტერესების გათვალისწიენება.

27 თებერვალს    - 18:15  საათიდან   ბაზა გაითიშება. ფაკულტეტი დაამუშავებს sms.tsu.ge დან შემოსულ თქვენს მოთხოვნებს და დაამატებს ადგილებს მოთხოვნების შესაბამისი რაოდენობით. 19:00 საათიდან ბაზა გაიხსნება და გექნებათ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ შეთავაზებულ დისციპლინებზე; ყველა საგანი გაიხსნება ერთდროულად.
თუ კვლავ ვერ დარეგისტრირდით, sms.tsu.ge დან კვლავ აგზავნით მოთხოვნას, სასურველი დისციპლინის მითითებით, რათა ფაკულტეტმა მოახერხოს თქვენი ინტერესების გათვალისწინება.

28 თებერვალს   - ბაზა გაითიშება 14:30 საათიდან, ფაკულტეტი კვლავ არსებული მოთხოვნისა და საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დაამატებს ადგილებს.  15:00  საათიდან  ბაზა გაიხსნება და კვლავ შეძლებთ რეგისტრაციას; კვლავ ყველა საგანი გაიხსნება ერთდროულად. თუ კიდევ ვერ დარეგისტრირდით სასურველ დისციპლინაზე, ზემოთაღწერილი წესით sms.tsu.ge დან აგზავნით მოთხოვნას.

28 თებერვალს   - 17:30  საათიდან   18:00  საათამდე ბაზა კვლავ გაითიშება, რათა განხორციელდეს თქვენი მოთხოვნებისა და ფაკულტეტის რესურსების გათვალისწინებით ადგილების დამატება და საგნებზე რეგისტრაციას შეძლებთ 18 საათიდან ; კვლავ ყველა საგანი გაიხსნება ერთდროულად.

1 მარტს   - 17:30  საათიდან  ბაზა ისევ გაითიშება, ფაკულტეტი დაამატებს ადგილებს თქვენი sms.tsu- დან გამოგზავნილი ახალი მოთხოვნებისა და არსებული რესურსების გათვალისიწნებით და  18:00  საათიდან კვლავ გექნებათ რეგისტრაციის შესაძლებლობა . კვლავ ყველა საგანი გაიხსნება ერთდროულად.

სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს იურიდიული ფაკულტეტის საგნები საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით გაეხსნებათ 28 თებერვალს 18:00 საათზე.
 
მიაქციეთ ყურადღება, რომ სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს გენიჭებათ სამართლის ბაკალავრის  ხარისხი და სასურველია, თქვენი სასწავლო ბარათის დაკომპლექტებისას, საგნები არ აირჩიოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით. ახალი საბაკალავრო პროგრამისათვის, აღნიშნული წარმოადგენს საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნას, მაგრამ ფაკულტეტი ამავე რჩევას აძლევს იმ სტუდენტებსაც, ვინც ძველი საბაკალავრო პროგრამით აგრძელებს სწავლას. ფაკულტეტმა ამ სემესტრში საკუთარ სტუდენტებს შესთავაზა 90-მდე არჩევითი დისციპლინა სამართლის სხვადასხვა სფეროდან.

სასემინარო მეცადინეობების ცხრილი ფაკულტეტის ვებ გვერდზე განთავსდება 5 მარტის 17 საათზე. სემინარების არჩევას შეძლებთ 7 მარტის 17 საათზე. სასემინარო მეცადინეობები იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 12 მარტიდან.

ბაზა საბოლოოდ გაითიშება 13 მარტს !

გისურვებთ   სასურველი   ინდივიდუალური   ცხრილის   შედგენას !

Print

« იხ. ყველა სიახლე