ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-03-26

სტუდენტთა საყურადღებოდ!


ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე იურიდიული ფაკულტეტი გადავიდა დისტანციური მუშაობის ფორმატზე. ამდენად, დროებით შეიცვალა იურიდიულ ფაკულტეტთან კომუნიკაციის საშუალებებიც. 

ნებისმიერი ინფორმაციის/კონსულტაციის მისაღებად სტუდენტს შეუძლია, გამოიყენოს LMS.TSU.GE  ბაზა. მიაქციეთ ყურადღება, რომ განაცხადი უნდა გამოიგზავნოს შეტყობინების შინაარსის რელევანტური კატეგორიის გრაფიდან.

ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით მოიწერეთ კატეგორიიდან „ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები“. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ეხება აკადემიურ ნაწილს (მასალების ატვირთვას, ლექციების ჩატარებას ან მასთან დაკავშირებულ სირთულეებს). ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით უნდა გამოიყენოთ გრაფა „IT support“.

დეკანთან კომუნიკაცია შესაძლებელია გრაფიდან „მისწერე დეკანს“.

კანცელარია: chancellerylaw@tsu.ge

ელ-ფოსტა: law@tsu.ge

ცხელი ხაზი: (+995 32) 2 25 04 84
Print

« იხ. ყველა სიახლე