ბეჭდვა |/ დახურვა |
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა ქართველ სტუდენტებს 2015/2016 აკადემიური წლისათვის შვიდ სტიპენდიას სთავაზობს.
4 სტიპენდია ეძლევა ჩეხური ენის მცოდნე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სტუდენტებს და 3 სტიპენდია ინგლისური ენის მცოდნე (სამაგისტრო, სადოქტორო) სტუდენტებს.
რეკომენდირებული სპეციალობები ქართველი სტუდენტებისათვის: სამედიცინო, ტექნიკური სფერო, საინჟინრო, ეკონომიკა (ჩეხურენოვანი სტუდენტებისთვის), ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის).