ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-01-13

ცხადდება სტატიების მიღება "სამართლის ჯურნალის" 2015 წლის I ნომრისათვის.

 
  გაუწყებთ, რომ  ა/წ 1-ლი თებერვლიდან 1 აპრილამდე იწარმოებს  სტატიების მიღე-ბა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო პერიოდული გამოცემის  – ,,სამართლის ჟურნალის" 2015 წლის   I  ნომრისათვის.
 ავტორებმა სტატიასთან ერთად ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი     დოკუმენტები:
1) განაცხადი (დანართი 1)
2) სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა (დოქტორანტის მიერ სტატიის წარმოდგენის შემთხვევაში )
3) სტატიის მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს ნახევარი გვერდი), ქართულ, სურვილის შემთხვევაში, ინგლისურ ენაზე, რომელიც წინ წაემძღვარება სტატიას.

  ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (დანართი 2).
სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12  ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი -  Times  New  Roman_12  ფონტით,  სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალით, აბზაცი გამოიყოს ერთი  Enter-ით.

  ციტირების მითითებული წესების დაუცველად შესრულებული ნაშრომი არ მიიღება სარე დაქციო კოლეგიის მიერ.
სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ ელექტრო-ნულ მისამართებზე: lela.janashvili@tsu.ge, natia.chitashvili@tsu.ge;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშორდით ტელეფონის ნომრებზე: 577973903 (ჯანაშვილი ლელა); +995 77 94 97 78 (ჩიტაშვილი ნათია).

Print

« იხ. ყველა სიახლე