ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-13

ევროპის საბჭოს კამპანია ,,მე ვირჩევ თანასწორობას“



ევროპის საბჭოში მოქმედებს  „დისკრიმინაციასთან, სიძულვილის ენასა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან წინააღმდეგ ბრძოლის“  პროექტი.  ტოლერანტობის საერთაშორისო დღის 16 ნოემბრის  აღსანიშნავად  ევროპის საბჭომ   დაიწყო კამპანია   ,,მე ვირჩევ თანასწორობას“.    კამპანია  ზემოთ  აღნიშნული პროექტის ორგანიზებით   კვირეული სახით გაიმართება საქართველოს მაშტაბით.
თანასწორობის კვირეული კამპანიის სახით „მე ვირჩევ თანასწორობას“ გაიმართება  15-22 ნოემბერს.  თანასწორობის კვირეულის მიზანია ტოლერანტობის განმტკიცება  თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით და სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე. 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიება საქართველოს მასშტაბით, სადაც ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ თანასწორობის მნიშვნელობაზე, არსებულ სამართლებრივ და დაცვის მექანიზმებზე.  
კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.
 
კვირეულს  ,,მე ვირჩევ თანასწორობას “  შეუერთდა საქართველოს პროკურატურა და თანასწორობის კამპანიის ფარგლებში ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს საქართველოს მაშტაბით. 
კვირეულის  ფარგლებში 2019 წლის  15 ნოემბერს  17:00-19:00 საათზე საქართველოს პროკურატურა თბილისის პროკურატურაში  (ქალაქი თბილისი  დ. აღმაშენებლის ხეივანი  მე-12  კმ)  უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.
შეხვედრის თემა იქნება დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების  წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება.  
შეხვედრა იქნება ინტერაქტიული ხასიათი და ექნება დისკუსიის ფორმატი.

საქართველოს პროკურატურის მხრიდან დაესწრებიან :

 საქართველოს პროკურატურის თბილისის პროკურორი - მალხაზ კაპანაძე
 თბილისის პროკურატურის პროკურორი - ანა კალანდაძე /სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სპეციალიზირებული პროკურორი/
  საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია.
 
 
დასწრება 2019 წლის 15  ნოემბრის 15:00 საათამდე შეგიძლიათ დაადასტუროთ საქართველოს პროკურატურის ელექტრონულ ფოსტაზე administration@pog.gov.ge  ან მობილურ ტელეფონზე  591 80 09 67 (სახელი, გვარი, ელ ფოსტა,  უნივერსიტეტი,  დავესწრები  15 ნოემბერს შეხვედრას).

რეგისტრაცია გავლილ ახალგაზრდა იურისტებს გელოდებით  2019 წლის 15 ნოემბერს 16:45 -17:00 საათზე თბილისის პროკურატურაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ).

Print

« იხ. ყველა სიახლე