ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-04

„დოიჩე ველე აკადემია“ იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” მონაწილეობის მისაღებად!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი, 
საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DWA), 
იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში 
„მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”
მონაწილეობის მისაღებად
კონფერენცია გაიმართება თბილისში,  3 და 4 ივნისს, 2016 წ.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას: 
ადამიანის უფლებები და მედია; 
ჟურნალისტის უფლებები; 
სასამართლო და მედია; 
მედია ეთიკა და თვითრეგულირება; 
დანაშაული და მედია; 
სენსაცია და ადამიანის უფლებები;
არჩევნები და მედია; 
გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში; 
გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე; 
ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის; 
საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი და რეგულაცია;
გასართობი მედია და ადამიანის უფლებები;
კერძო უფლებები ვს პრესის თავისუფლება; 
სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები  და სხვა.
კონფერენცია ინტერდისციპლინურია. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული,  ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ტრანსპორტი და დაბინავება უზრუნველყოფს DWA. 
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე:  mediaruledwtsu@gmail.com
მოხსენების თეზისი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი; გამოგზავნილი თეზისის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებისთვის აპრილის თვეში გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება. 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ამალია ოგანჯანიანს  (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში): 558 49 95 87 (ორშ-პარ, 9.00-19.00),  amalia.oganjanyan@dw.de.


Print

« იხ. ყველა სიახლე