2015-01-30
დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტი წარმოგიდგენთ გურამ ნაჭყებიას სამეცნიერო ბროშურას სახელწოდებით: „ზოგიერთი საკანონმდებლო წინადადებების მეთოდოლოგიური დასაბუთების პრობლემები“.
სამეცნიერო ბროშურაში მოყვანილია სამი საკანონმდებლო წინადადება ქართული კანონმდებლობის სრულყოფისათვის და განხილულია საინტერესო მეთოდოლოგიური და ტერმინოლოგიური საკითხები.
პრეზენტაცია გაიმართება 3 თებერვალს, 17:30 სთ-ზე მცირე საკონფერენციო დარბაზში (თსუ, მეორე კორპუსი, 135-ე აუდიტორია).
პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. ნებისმიერ მსურველს შეეძლება სამეცნიერო ბროშურის მიღება.
« იხ. ყველა სიახლე