ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-01-10

სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების ყოველწლიური შეჯიბრი


 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ - ჩვევების ყოველწლიურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად .

შეჯიბრის ორგანიზებასა და ადმინისტრირებას ახორციელებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი .

შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს   USAID/PROLoG- ის პროგრამა და   აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). 

შეჯიბრი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან :

ტრენინგი

ტრენინგი ემსახურება სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადების მიზანს . მისი მიზანია სტუდენტებს გააცნოს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესისთვის ადვოკატის აუცილებელი უნარ - ჩვევების ძირითადი საკითხები . ტრენინგზე გამოყენებული სასწავლო მეთოდოლოგია მოიცავს , როგორც მოკლე სალექციო , ასევე სადემონსტრაციო ( პრაქტიკულ ) ნაწილს . ( ტრენინგში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა , წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება გუნდის შეჯიბრიდან დისკვალიფიკაცია ).

ტრენინგის სამუშაო ენა - ქართული .

ტრენინგი ჩატარდება   2017 წლის 28-29 იანვარს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში .

იმიტირებული სასამართლო პროცესი

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე განსახილველი საქმე ( კაზუსი ) და შეჯიბრის წესები მონაწილე გუნდებს დაეგზავნებათ ტრენინგის დასრულების შემდეგ .   აღნიშნული მოიცავს , სასამართლო პროცესების ინსცენირებას , რა დროსაც გუნდები წარმოადგენენ ბრალდებისა და დაცვის მხარეს .

შეჯიბრის მონაწილეები და გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ სერთიფიკატებსა და წამახალისებელ პრიზებს .

იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართება   2017 წლის 18-19 მარტს   თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში .

გუნდების რეგისტრაცია

თითოეული   უნივერსიტეტიდან შეიძლება წარმოდგენილი იქნეს მხოლოდ ერთი გუნდი , რომელიც შედგება 5 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილისგან .   გუნდების დაკომპლექტება დამოკიდებულია უნივერსიტეტის შიდა წესებზე .

კანდიდატები უნდა იყვნენ სამართლის სკოლის   ბაკალავრიატის (III-IV კურსი სტუდენტები ( რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული ადვოკატის , პროკურატურის , მოსამართლის , ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდები ან / და არ არიან შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები ).  არც შეჯიბრზე და არც ტრენინგზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები , რომლებსაც ანალოგიურ შეჯიბრებაში წინა წლებში მიღებული ჰქონდათ მონაწილეობა . ( აღნიშნული პირობის დარღვევა იწვევს გუნდის დისკვალიფიკაციას )

გუნდებმა რეგისტრაციისთვის უნდა გამოაგზავნონ გუნდის შემადგენლობა და თითოეული წევრის CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@tsu.ge თემის ველში უნდა მიეთითოს:

იმიტირებული სასამართლო პროცესი.

რეგისტრაციის ვადა: 2017 წლის 13 იანვრის 18:00 საათამდე

შენიშვნა:

გუნდის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს გამოგზავნილი ერთ ფაილად PDF ფორმატში.

 

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე