ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-12

მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!


ბაზაში უკვე ასახულია 20 კრედიტიანი კლინიკები:

·           პრაქტიკული სამართლის კლინიკა;

·           სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკა.

ამ ეტაპზე ბაზაში ასახულია მხოლოდ 15 კრედიტი და ამ კლინიკებთან ინტეგრირებულ 5 კრედიტიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ბაზიდან აირჩევთ თავად, უახლოეს მომავალში, და ამის შესახებ გეცნობებათ წინასწარ.

ასევე, ბაზაში ასახულია შემდეგი 10 კრედიტიანი კლინიკები:

·           სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკი სტაჟირება;

·           იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა.


დანარჩენი კლინიკებიც ბაზაში აგესახებათ ეტაპობრივად, მას შემდეგ, რაც საბოლო შედეგები იქნება ცნობილი..

ამჟამად, ადგილები არის და არჩევადია სისხლის სამართლის მიმართულებით  9 დისციპლინა. საჯარო სამართლის მიმართულებით - 13 დისციპლინა. შესაბამისად, ამ ორი მიმართულების საგნებს ადგილები აღარ დაემატება.


რაც შეეხება კერძო სამართლის მიმართულებას, ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, დღეს, 12 მარტს, 18:00 საათზე, კერძო სამართლის მიმართულებით საგნებს  დაემატება ადგილები. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დამატებულ ადგილებზე რეგისტრაციას შეძლებენ მხოლოდ კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტები.


თქვენ მიერ გამოგზავნილი მოთხოვნებისა და ფაკულტეტის რესურსების გათვალისწინებით, ადგილები დაემატება შემდეგ საგნებს:

1) სამოქალაქო საპროცესო სამართალი და სასამართლო პრაქტიკა - ეკა ზარნაძე;

2) საერთაშორისო კერძო სამართალი საერთაშორისო არბიტრაჟში - გიორგი სვანაძე;

3) სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის პრობლემები - ლადო ჭანტურია;

4) შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი - ნათია ჩიტაშვილი;

5) სადაზღვევო დავების გადაწყვეტა - ნატა მოწონელიძე.

Print

« იხ. ყველა სიახლე