ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-18

შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ


  იურიდიული ფაკულტეტი 2014 წლის აგვისტოში აცხადებს   შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის   09.06.2014 წლის N83/01-01 ბრძანების თანახმად:

1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით   ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით .

2.   შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 21 აგვისტოდან   27 აგვისტოს ჩათვლით ჩათვლით .
3.   შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2014 წლის 2 9 აგვისტოს.
4.   საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2014 წლის 1 სექტემბრიდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
5 . საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების ( ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ) გაფორმება - განხორციელდება 2014 წლის 4-5 სექტემბერი.
6.   შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2014 წლის 10 სექტემბერს.
 
იხილეთ ბმული.

მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://sms.tsu.ge/StudMobiloba/

   იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა.

  დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.

 შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს თეონა ქვრივჭირიშვილს T-598-32-62-92,  2–29–08–19
teona.kvrivtchirishvili@yahoo.com

Print

« იხ. ყველა სიახლე