ბეჭდვა |/ დახურვა |
EWMI/JiLEP-ის
ორგანიზებით მიმდინარე წელს
14-15 დეკემბერს
ეწყობა კონკურსი სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესებში. იმიტირებული პროცესების
ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს რვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
5 კაციანი გუნდი. გუნდში შესაძლებელია დაკომპლექტდეს როგორც ბაკალავრიატის სასწავლო
საფეხურის სტუდენტებისაგან, ასევე მაგისტრატურის (სისხლის სამართლის სპეციალიზაციის)
სტუდენტთაგან. შერჩეული გუნდები გაივლიან მოსამზადებელ ტრენინგს
24-25 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის
სასწავლო ცენტრში.
თსუ-ის იურიდიული
გუნდის შესაქმნელად არის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები. პირველ ეტაპზე
10
ოქტომბრის ჩათვლით
სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი
მობ. ტელ. ნომერი), ნიშნების ფურცელი და მსგავს იმიტირებულ პროცესში მიღებული მონაწილეობის
სერთიფიკატი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დასკანერებული სახით), სამოტივაციო წერილი
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
law@tsu.ge
შემოსული განაცხადებიდან
შერჩეულ სტუდენტებს გაესაუბრება შესაბამისი წინასწარ შექმნილი კომისია, რომელიც დააკომპლექტებს
5 კაციან გუნდს შეჯიბრისათვის. გასაუბრება გაიმართება
11 ოქტომბერს.
საკონტაქტო პირი:
გიორგი ჩაკვეტაძე
ელ. ფოსტის მისამართი:
giorgi.chakvetadze@tsu.ge
მობ. ტელ.:
+995 577 161 907