ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-15

2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო თემების რეგისტრაციის ვადები


  თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის მითითებით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, 27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.
თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება აკადემიური რეგისტრაციის დასრულებიდან (2 მარტი) 10 დღის ვადაში.  
 
დამატებითი ინფორმაცია საიტზე დაიდება მოგვიანებით.
 
  შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის სავარაუდო ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში (არაუგვიანეს 10 დღით ადრე რეგისტრაციის დასრულებამდე).
იხ. განცხადების ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე