ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-26

სტუდენტური შეჯიბრი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში


  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის ფარგლებში აცხადებს გუნდების რეგისტრაციას სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების სტუდენტურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი (წინასწარი ინფორმაციით) ჩატარდება 14-15 დეკემბერს თბილისში. 
კონკურსს წინ უსწრებს მოსამზადებელი ტრენინგი, რომელიც 28-29 ოქტომბერს  ჩატარდება სასტუმრო Tbilisi Marriot-ში. 
უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც  არ დარეგისტრირდება დროულად ან არ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ ტრენინგში, არ დაიშვება კონკურსზე. 

  რეგისტრაცია ხორციელდება ელ-ფოსტის მეშვეობით (განაცხადის ფორმა მოცემულია თანდართულ დოკუმენტში), რომელიც უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა: lchkhartishvili@ewmi-jilep.org .
 მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია. ტრენინგსა და კონკურსზე დარეგისტრირდება მხოლოდ ის პირველი 8 გუნდი, რომელიც ამ ვადის ამოწურვამდე სხვა გუნდებზე ადრე  გაივლის რეგისტრაციას. თითო უმაღლეს სასწავლებელს შესაძლოა ჰყავდეს მხოლოდ ერთი გუნდი. 

  დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩემს კოლეგას, ლანა ჩხარტიშვილს: 
lchkhartishvili@ewmi-jilep.org  

წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისთვის.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

ვრცლად

Print

« იხ. ყველა სიახლე