ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-25

ბანკი რესპუბლიკა აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში!

სტაჟირების ხანგრძლივობა მინიმუმ 3, მაქსიმუმ 6 თვე (პირველ ეტაპზე ანაზღაურების გარეშე, შემდეგ ანაზღაურებით).

მოთხოვნები:

- იურიდიული ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული;
- სამოქალაქო კოდექსის და სამოქალაქო პროცესის ცოდნა;
- კერძო არბიტრაჟის შესახებ კანონის და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის ცოდნა;
- კარგი წერითი უნარები;
- პუნქტუალური;
- კომუნიკაბელური;
- ექსელის ფაილზე მუშაობის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

- სარჩელის პროექტების მომზადება;
- წარმომადგენლობა კურიერის დონეზე (სააღსრულებო ფურცლების რეგისტრაცია, ყადაღის რეგისტრაცია, სააღსრულებო ფურცლების აღება, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების ჩაბარება);
- სასამართლოსათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ასლების მომზადება;
- ინფორმაციის აღრიცხვა ექსელის ფაილში;
- განყოფილებაში წარმოებული არსებული საქმეების ბაინდერების მიხედვით დალაგება და შესაბამისი აღნიშვნების გაკეთება;
- კლიენტებთან საფოსტო კორესპონდენციის (სასამართლო გზავნილების) გაგზავნა და მონიტორინგი.

შერჩევა: 1 ეტაპი- ტესტირება (პროფესიული);
2 ეტაპი- გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა 1 დეკემბრის ჩათვლით გამოგზავნეთ რეზიუმე, ლექტორის რეკომენდაცია და ნიშნების ფურცელი ელ-ფოსტაზე: career@tsu.ge 
სათაურის ველში მიუთითეთ: „სტაჟირება“

გისურვებთ წარმატებებს !

Print

« იხ. ყველა სიახლე