ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-06

სტატიების მიღება სტატიების მიღება 2017 წლის №1 ,,სამართლის ჟურნალისათვის"

სტატიების მიღება 2017 წლის  №1 "სამართლის ჟურნალისათვის"


  გაუწყებთ,   რომ ა/წ 7 დეკემბრიდან 2017 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, იწარმოებს  სტატიების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორენოვანი სამეცნიერო პერიოდული "სამართლის ჟურნალის“ (Journal of Law) 2017  წლის  I გამოცემისათვის. 

1. იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალში სამეცნიერო სტატიის, უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ შემდეგი პირები:


თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული პედაგოგები, დოქტორანტები.

სამართლის სფეროში მოღვაწე უცხოელი და ქართველი პრაქტიკოსი იურისტები 

სხვა ავტორები, რომლებიც სარედაქციო კოლეგიის თხოვნით მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.


 2. ავტორებმა სტატიის გამოქვეყნებისათვის  ელექტრონული ფორმით  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 


 ა) სტატია ( ქართულ და ინგლისურ ენებზე ), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ნაბეჭდ სიტყვას  ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით;  

ბ) ანოტაცია ( ქართულ და ინგლისურ ენებზე ) არაუმეტეს 250 სიტყვისა;

გ) საკვანძო სიტყვები (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ;

დ) განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით.

განცხადების ფორმა (იხ. დანართი #1);

ე) სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა ან სტატიის კვლევის სფეროში გამოჩენილი სამართლის სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (მისი გამცემი პირის ხელმოწერით) , სტატიის  სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში.

2. "სამართლის ჟურნალისათვის" შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია მხოლოდ  მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული.ქართულენოვანი სტატიის შესატყვისი ინგლისურენოვანი თარგმანი შესრულებულ უნდა იქნეს მაღალი ლინგვისტური სტანდარტების დაცვით, რათა ჟურნალი მიღებულ იქნეს სამეცნიერო ჟურნალების საერთაშორისო ბაზებში (SCOPUS, Elsevier, ERIC) გამოსაქვეყნებლად. 

3. ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები   (დანართი #2). სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება შესრულებული. ავტორს შეუძლია ნიმუშად გამოიყენოს ჟურნალის რომელიმე ნომერი (იხ. ბმული)

4. სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს   Sylfaen_12  ფონტით , უცხო-ენოვანი ტექსტი - Times  New  Roman_12  ფონტით ,  სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზო-მით , სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი .

5. მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება. ამასთან, სარედაქციო კოლეგიისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება.


6. სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია  მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე:  law.journal@tsu.ge. დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვწერეთ ან  დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: +995 77 94 97 78 (ნათია ჩიტაშვილი) +995 577 97 39 03 (ლელა ჯანაშვილი).

7. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა.




Print

« იხ. ყველა სიახლე