2020 წლის 26 მარტს სამართლის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა სამართლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რამაც თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე აუცილებელი გახადა სამართლის ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება
2020 წლის 15 სექტემბერს იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ 2020 წელს შემუშავებული პროგრამების საფუძველზე დაადგინა გარდამავალი დებულებები იმ სტუდეტთა მიმართ, რომელთა ჩარიცხვა განხორციელდა 2020 წლის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის და სამართლის სამაგისტრო საგანმათლებლო პროგრამის მიღებამდე
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან დაკავშირებით:
2017 და 2018 წელს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან, დააგროვონ პროგრამაში მოცემული თითოეული მოდულიდან არჩევითი სასწავლო კურსების სავალდებულო კრედიტები;
2018 წელს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები თავისუფლდებიან უცხოური ენის მოდულით გათვალისწინებული სასწავლო კურსის „უცხოური ენა იურისტებისთვის“ ჩაბარების ვალდებულებისაგან;
2018 წელს მიღებული სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს უფლება აქვთ, ჩააბარონ „საჯარო სამართლის პრაქტიკული კურსი“, „კერძო სამართლის პრაქტიკული კურსი“ და „სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი“ ან გაიარონ ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს ჩაბარებული ექნებათ „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“ და საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსებიც, დასახელებული პრაქტიკული სასწავლო კურსები ჩაითვლება სპეციალიზაციის საგნებად. „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“ ფაკულტეტის მხრიდან სტუდენტებისათვის შეთავაზებული იქნება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან დაკავშირებით:
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომელთა ჩარიცხვა პროგრამაზე განხორციელდა 2019 წელს, შეთავაზებული იქნება აკადემიური „წერა იურისტებისათვის“ (10 კრედიტი).