ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-11

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I ( პროფესორი ნონა თოდუა ) დარეგისტრირებულ სტუდენტთა საყურადღებოდ


    იმის გამო, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე შემოვიდა აღნიშნულ საგანზე რეგისტრირებულ სტუდენტთა არაერთი  განცხადება,  სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I სასემინარო დროის  განრიგთან დაკავშირებით, ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება დაამატოს კიდევ ერთი სასემინარო ნაკადი (სემინარის ხელმძღვანელი თამარ ბერიშვილი, სემინარი ჩატარდება  ხუთშაბათს, 11:00; 12:00 საათზე, აუდიტორია 314, სტუდენტთა რაოდენობა - 35 სტუდენტი). მათ, ვისაც გსურთ გადარეგისტრირდეთ აღნიშნულ ჯგუფში, ამის შესაძლებლობა მოგეცემათ მიმდინარე წლის 11 მარტის 17 საათზე.

ბაზები საბოლოოდ დაიხურება 12 მარტის 12 საათზე. საგნის ან პროფესორის ცვლილება ამ ვადის შემდეგ ვერ განხორციელდება.

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია
Print

« იხ. ყველა სიახლე