ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-05-04

მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!



გაცნობებთ, რომ შუალედური შეფასების ფარგლებში ასინქრონული დავალების შესრულების მიზნით 25-31 მაისის კვირაში სალექციო შეხვედრები არ ჩატარდება. ამასთან, სტუდენტებისა და საგნის განმახორციელებელი პროფესორის შეთანხმებით, შესაძლოა, ამ პერიოდში დაიგეგმოს შუალედური გამოცდა. ამის მიუხედავად, სასწავლო პროცესის ვადები უცვლელი რჩება და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი კვლავ 27 ივნისს დასრულდება. 

იმ მაგისტრანტებს, ვინც 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაარეგისტრირა სამაგისტრო ნაშრომი, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამაგისტრო ნაშრომებზე მუშაობის ვადა გაუხანგრძლივდათ და ნაშრომის წარდგენისათვის განისაზღვრა 10-17 ივლისი. ამ პერიოდში წარმოდგენილი ნამუშევრების საჯარო დაცვა შედგება 20 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით.

იმ მაგისტრანტებმა, რომელთაც საბიბლიოთეკო რესურსებზე შეზღუდული წვდომის  ან სხვა ანგარიშგასაწევი გარემოებების გამო, აქვთ სურვილი, გააგრძელონ მუშაობა სამაგისტრო ნაშრომებზე და დაიცვან შემოდგომაზე, მიმდინარე წლის 1 ივლისამდე აღნიშნულის თაობაზე  უნდა მოგვწერონ თსუ ელექტრონული მართვის სისტემა Lms.tsu.ge-დან (კატეგორია: სარეგისტრაციო განაცხადი). საჯარო დაცვა  მოხდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. სამაგისტრო ნაშრომის წარმოდგენისა და დაცვის ვადებს გაცნობებთ დამატებით.

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!

Print

« იხ. ყველა სიახლე