2017 წლის 2 მაისს, სამშაბათს, 17:00 საათზე თსუ / TSU პირველ კორპუსში, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში (აუდიტორია №06) სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ გამართავს შეხვედრას თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან თემაზე „პროფესია ადვოკატი“.
შეხვედრა წარიმართება დიალოგის ფორმატში და მის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თანამედროვე გამოწვევები და საერთაშორისო მიღწევები და ადვოკატთა პროფესიაში შესვლის სტანდარტები და საგანმანათლებლო ასპექტები.
სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ირაკლი ყანდაშვილი და დავით ასათიანი.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.